რა იწვევს თმის ცვენას და როგორ შევაჩეროთ?

რა იწვევს თმის ცვენას და როგორ შევაჩეროთ?

🚨გგონიათ თმის ცვენა უბრალოდ გენეტიკურია? ამ პოსტში გაიგებთ ყველა იმ მიზეზს, რამაც შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს

❗️თმის ცვენის ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზი არის სტრესი! ქრონიკული სტრესი ორგანიზმში წევს კორტიზოლის დონეს, რომელიც პირდაპირ არის კავშირში თმის ფოლეკულის შესუსტებასთან და თმის ზრდის ციკლის შემოკლებასთან.  შესაბამისად ამ დროს იწყება თმის ცვენა და ზოგიერთ შემთხვევებში ბუდობრივი ცვენაც კი

❗️ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის შემდეგ, ასევე ძალიან ხშირი მიზეზია თმის ცვენის

❗️ვიტამინების დეფიციტი - განსაკუთრებით კი: რკინა, D ვიტამინი, ბიოტინი იგივე ვიტამინ B7, ცინკი

❗️მკაცრი დიეტები და ცილის ნაკლებობა დღის რაციონში

❗️გენეტიკური მიდრეკილება

❗️ასაკი - ასაკთან ერთად თანდათან ნელდება უჯრედების განახლება და იზრდება თმის ცვენა

❗️ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა- მაგალითად  ანტიდეპრესანტები, ანტი ჰიპერტენზიული პრეპარატები ან ქიმიოთერაპია

❗️თმის მოვლის დაბალი ხარისხის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშია სხვადასხვა მავნე ქიმიური ნაერთები, ხშირ შემთხვევაში იწვევენ თმისა და სკალპის დაზიანებას.

❗️თავის სკალპის სხვადასხვა დაავადება

დღესდღეობით თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური საშუალება არის როზმარინის ზეთი🌱 

როგორ მუშაობს როზმარინის ზეთი? 

🌱აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, თმის ფოლეკულები ღებულობენ მეტ ჟანგბადს და ნუტრიენტებს

🌱 აუმჯობესებს ცირკულაციას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს და აქვს ანტიმიკრობული ეფექტი, აჯანსაღებს თავის სკალპს

🌱 როზმარინი ბლოკავს DHT ჰორმონს, რომელიც ძალიან ასუსტებს თმის ფოლეკულს

🌱ამაგრებს თმის ძირებს

ზემოთ ჩამოთვლილი რომელი გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში აქვს როზმარინის ზეთს იდეალური შედეგი? 

✅ სტრესით გამოწვეული თმის ცვენა 

✅ ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის შემდგომ

✅ გენეტიკური მიდრეკილება

✅ ასაკობრივი თმის ცვენა

✅ თავის სკალპის დაავადებები

რა შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ როზმარინის ზეთი? 

❌ რკინის, D ვიტამინის, ცინკის ნაკლებობის დროს, რადგან ამ დროს სხვა მედიკამენტებით უნდა შეჩერდეს ნაკლებობა და როგორც კი ნორმაში ჩადგება ანალიზები მაშინვე შეგიძლიათ დაიწყოთ ზეთის გამოყენება და შედეგს აუცილებლად დაინახავთ

❌ მედიკამენტები და ქიმოითერაპია - მკურნალობის პროცესში როზმარინის ზეთის გამოყენებას სამწუხაროდ არ აქვს შედეგი რადგან მიუხედავად ზეთის გამოყენებისა, ქიმიოთერაპია მაინც გამოიწვევს თმის ცვენას, თუმცა დაცვენის შემდეგ ძალიან კარგად დაგეხმარებათ თმის ამოყვანის დაჩქარებაში

❌ თუ თმის ფოლეკული იმდენად არის დაზიანებული რომ  ზოგადად აღარ აქვს სიცოცხლისუნარიანობა და უკვე წლებია აღარ მომხდარა თმის ამოსვლა, ამ შემთხვევაში როზმარინის ზეთი ვერ დაგეხმარებათ, თუმცა თუ თქვენს თმის ფოლეკულს ოდნავი უნარი მაინც შესწევს იმისა, რომ თმის ამოსვლა დაიწყოს, ამ დროს ზეთის გამოყენება საგრძნობლად დაგეხმარებათ და დააჩქარებს თმის ამოსვლის პროცესს

‼️როზმარინის ზეთის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ხარისხს! იმისათვის რომ რეალური შედეგი მიიღოთ, ზეთი უნდა იყოს მაღალი ხარისხის! 

უკან