რუჯი და ეპილაცია

რუჯი და ეპილაცია

☀️ თუ ბუნებრივი რუჯის მიღება გიყვარს ეს აუცილებლად უნდა იცოდე! 

❌ რუჯზე ლაზერული ეპილაციის ჩატარება, იწვევს კანის სერიოზულ დამწვრობას! 

რატომ?

💥 როგორც იცით, ლაზერული ეპილაცია მუშაობს თმის პიგმენტის მიხედვით, რაც უფრო ღია ფერის არის კანი და მუქი ფერის არის თმა, ანუ რაც უფრო მკვეთრი განსხვავებაა თმისა და კანის ფერს შორის, მით უკეთესი შედეგი აქვს ლაზერს.

💥ხოლო რუჯის დროს, კანისა და თმის ფერი ერთმანეთს უახლოვდება და ლაზერი ვერ არჩევს ერთმანეთისგან თმასა და კანს, რადგან მხოლოდ პიგმენტზე დაყრდნობით მუშაობს, შესაბამისად თმასთან ერთად წვავს კანსაც. რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მძიმე დამწვრობაა ხოლმე და ხშირს შემთხვევაში მსგავსი დამწვრობა კანზე ტოვებს ლაქებს, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია

❗️ ასევე არ არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაციის ჩატარების შემდეგ, მალევე რუჯის მიღება, მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა იყოს გასული, იმისათვის რომ უსაფრთხოდ მოხდეს რუჯის მიღება

💥რა უნდა გავაკეთოთ რუჯის დროს? 

✅ რუჯის დროს, ყველაზე უსაფრთხო და უალტერნატივო საეპილაციო საშუალება არის შუგარინგი! 

✅ შუგარინგის პასტა არ მუშაობს პიგმენტის მიხედვით! ანუ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა თმისა და კანის ფერს

✅ ზუსტად ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი ფერისა და ტიპის თმასა და კანზე

✅ პასტა არ საჭიროებს გაცხელებას, პროცედურის დროს არის სხეულის ტემპერატურის, შესაბამისად არ არსებობს კანის დამწვრობის არანაირი რისკი

✅ ასევე შუგარინგის პასტა არ აშორებს კანს რუჯს და უნარჩუნებს ფერს

ამიტომ თუ რუჯი გაქვს, შუგარინგი ნამდვილად შენი კანის საუკეთესო მეგობარი გახდება❤️

უკან