Skip to product information
1 of 1

შუგარინგის პასტა მამაკაცებისთვის 750გრ

შუგარინგის პასტა მამაკაცებისთვის 750გრ

სტანდარტული ფასი 49.90 GEL
სტანდარტული ფასი ფასდაკლებული ფასი 49.90 GEL
ფასდაკლება გაყიდულია
დღგ-ს ჩათვლით.

წარმოგიდგენთ, შუგარინგის პასტის სპეციალურ ფორმულას, რომელიც შექმნილია მამაკაცებისთვის. იდეალურად არის მორგებული მამაკაცის თმის სტრუქტურას და უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალურ ეფექტურობას.

 

ახლა უკვე შეგიძლიათ დაზოგოთ უამრავი თანხა და დრო და ჩაიტაროთ შუგარინგის პროფესიონალური ეპილაცია სახლში, თქვენივე ხელით, ძალიან მარტივად და კომფორტულად.

 

შუგარინგი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეპილაციის ყველაზე უსაფრთხო სახეობა. პასტას აქვს 100% ით ნატურალური და ჰიპოალერგიული შემადგენლობა.

 

ეპილაციის ჩატარება დასაშვებია ნებისმიერ ზონაზე, მათ შორის სახეზეც. ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი ფერისა და ტიპის თმასა და კანზე. პროცედურის ჩატარება დასაშვებია როგორც ტატუზე, ასევე გარუჯულ კანზეც.

 

პასტა არ საჭიროებს ცვილის მსგავსად გაცხელებას, ან სპეციალურ გასაცხელებელ აპარატებს, საკმარისია მისი გათბობა მხოლოდ სხეულის ტემპერატურამდე, შესაბამისად  სხვა ეპილაციებისგან განსხვავებით, არ არსებობს კანის დამწვრობის არანაირი რისკი.

 

შედეგს ღებულობთ მომენტალურად. პროცედურის დასრულებისთანავე, კანი სრულიად თავისუფლდება არასასურველი თმისგან, მკვდარი უჯრედებისგან და პარსვის შედეგად გამოწვეული შავი წერტილებისგან. ეს შედეგი კი 6 კვირამდე გრძელდება. 

 

პასტა არის ძალიან ეკონომიური. ერთი შეფუთვით შეგიძლიათ ჩაიტაროთ მთლიანი სხეულის ეპილაცია რამდენჯერმე. ერთი ამოღება კი გამოიყენება იქამდე, სანამ თმით არ გაივსება ან არ დაკარგავს სამუშაო თვისებებს. დარჩენილი პასტა კი შეგიძლიათ შეინახოთ მომდევნო პროცედურისთვის. შენახვის ვადა 2 წელი. (შეინახეთ ნესტისგან მოშორებულ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში ან აბაზანაში.)

 

შეფუთვას უკანა მხარეს დაწვრილებით აწერია გამოყენების წესი, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე განთავსებული ვიდეო ინსტრუქციები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შეგიძლიათ მოგვწეროთ, ჩვენი ოპერატორები სიამოვნებით დაგეხმარებიან და მოგაწოდებენ ამომწურავ ინფორმაციას.


რატომ უნდა აირჩიოთ ეპილენი?

  • პროფესიონალური ხარისხი, რომელიც პირველივე გამოყენებისას იგრძნობა. ეპილენის პასტების, ფორმულა და ტექნოლოგია შემუშავებულია ისე, რომ სხვა პასტებისგან განსხვავებით, უფრო ღრმად აღწევს თმის ფოლეკულში, იღებს მას მეტად ეფექტურად და აქვს უფრო ხანგრძლივი შედეგი.
  • ლიდერი ბრენდი საეპილაციო პროდუქციის წარმოებაში. ეპილენის პასტებს ირჩევს შუგარინგის საუკეთესო სპეციალისტების უმეტესობა და უამრავი სალონი მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • 8 წლის განმავლობაში ეპილენი აერთიანებს ათასობით კმაყოფილ მომხმარებელს და 185 000+ გამომწერს სოციალურ ქსელებში.


აირჩიეთ ეპილენი და თქვენც შეემატეთ ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლების უუუდიდეს რიცხვს!

View full details