შუგარინგის პასტა კლასიკური 750გრ
შუგარინგის პასტა კლასიკური 750გრ
Couldn't load pickup availability
ახლა უკვე შეგიძლიათ დაზოგოთ უამრავი თანხა და დრო და ჩაიტაროთ შუგარინგის პროფესიონალური ეპილაცია სახლში, თქვენივე ხელით, ძალიან მარტივად და კომფორტულად.
შუგარინგი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეპილაციის ყველაზე უსაფრთხო სახეობა. პასტას აქვს 100% ით ნატურალური და ჰიპოალერგიული შემადგენლობა.
ეპილაციის ჩატარება დასაშვებია ნებისმიერ ზონაზე, მათ შორის სახეზეც. ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი ფერისა და ტიპის თმასა და კანზე.
პროცედურის ჩატარება ასევე დასაშვებია:
- ორსულობის დროს
- ლაქტაციის პერიოდში
- მოზარდებისთვის
- გარუჯულ კანზე
- ტატუზე
პასტა არ საჭიროებს ცვილის მსგავსად გაცხელებას, ან სპეციალურ გასაცხელებელ აპარატებს, საკმარისია მისი გათბობა მხოლოდ სხეულის ტემპერატურამდე, შესაბამისად სხვა ეპილაციებისგან განსხვავებით, არ არსებობს კანის დამწვრობის არანაირი რისკი.
არ ახშირებს და არ აუხეშებს თმას და არ იწვევს თმის ჩაბრუნებას! პროცედურის დროს პასტის ახევა ხდება თმის ზრდის მიმართულებით, შესაბამისად არ წყვეტს თმას და არ იწვევს თმის ჩაბრუნებას. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში იღებს ასევე მსუბუქად ჩაბრუნებულ თმასაც კი. ყოველი მომდევნო გამოყენებისას თმის ძირი სულ უფრო სუსტრდება და იშვიათი ხდება. პროცედურებს შორის ხანგრძლივობა კი სულ უფრო იზრდება.
შედეგს ღებულობთ მომენტალურად. პროცედურის დასრულებისთანავე, კანი ხდება აბრეშუმივით ნაზი და გლუვი. სრულიად თავისუფლდება არასასურველი თმისგან, მკვდარი უჯრედებისგან და პარსვის შედეგად გამოწვეული შავი წერტილებისგან. ეს შედეგი კი 6 კვირამდე გრძელდება.
პასტა არის ძალიან ეკონომიური. ერთი შეფუთვით შეგიძლიათ ჩაიტაროთ მთლიანი სხეულის ეპილაცია რამდენჯერმე. ერთი ამოღება კი გამოიყენება იქამდე, სანამ თმით არ გაივსება ან არ დაკარგავს სამუშაო თვისებებს. დარჩენილი პასტა კი შეგიძლიათ შეინახოთ მომდევნო პროცედურისთვის. შენახვის ვადა 2 წელი. (შეინახეთ ნესტისგან მოშორებულ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში ან აბაზანაში)
შეფუთვას უკანა მხარეს დაწვრილებით აწერია გამოყენების წესი, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე განთავსებული ვიდეო ინსტრუქციები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შეგიძლიათ მოგვწეროთ, ჩვენი ოპერატორები სიამოვნებით დაგეხმარებიან და მოგაწოდებენ ამომწურავ ინფორმაციას.
რატომ უნდა აირჩიოთ ეპილენი?
- პროფესიონალური ხარისხი, რომელიც პირველივე გამოყენებისას იგრძნობა. ეპილენის პასტების, ფორმულა და ტექნოლოგია შემუშავებულია ისე, რ ომ სხვა პასტებისგან განსხვავებით, უფრო ღრმად აღწევს თმის ფოლეკულში, იღებს მას მეტად ეფექტურად და აქვს უფრო ხანგრძლივი შედეგი.
- ლიდერი ბრენდი საეპილაციო პროდუქციის წარმოებაში. ეპილენის პასტებს ირჩევს შუგარინგის საუკეთესო სპეციალისტების უმეტესობა და უამრავი სალონი მთელი საქართველოს მასშტაბით.
- 8 წლის განმავლობაში ეპილენი აერთიანებს ათასობით კმაყოფილ მომხმარებელს და 185 000+ გამომწერს სოციალურ ქსელებში.
აირჩიეთ ეპილენი და თქვენც შეემატეთ ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლების უუუდიდეს რიცხვს!
როგორ შევარჩიოთ პასტის კონსისტენცია სწორად? საშუალო სისქის თმის ღერის ამოსაღებად უმჯობესია აირჩიოთ საშუალო (Medium) კონსისტენციის პასტა, ხოლო უხეში თმის ამოსაღებად, მაგარი (Hard) კონსისტენციის პასტა.
